ახალი ამბები
ატენში ,,ცრუ გოგიას" კომპანია სამუშაოებს ჩამოაცილეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში სასმელი წყლის პროექტის სამუშაოები, რომლის ღირებულება საერთო ჯამში ერთ მილიონ ლარს აღწევს, განახლდა.

მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ონიაშვილის განცხადებით, ამჟამად, მეორე ეტაპზე სხვა კომპანია მუშაობს.

ახალი ტენდერის პირობების თანხმად, მაგისტრალური მილი 5 კმ მანძილზე დამონტაჟდება. კერძოდ, ჩირახის წყალს ახალ რეზერვუარამდე ამ მილებით შეავსებენ, შემდეგ კი, რეზერვუარიდან მოსახლეობამდე ასევე თვითდინებით გაანაწილებენ.

პროექტი შიდა დაქსელვას და გამრიცხველიანებასაც ითვალისწინებს. 

,,როგორც იქნა მოვიშორეთ ,,ცრუ გოგია" - გვითხრა გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ტარიელ მაისურაძემ. მისი განცხადებით, ჩირახის წყალი ერთ-ერთი უნიკალური წყალია საქართველოში.

ატენში სასმელი წყლის პროექტი 2016 წლის ზაფხულში დაიწყო. პირველმა კომპანიამ სამუშაოები შესაბამის ვადებში არ დაამთავრა. ონიაშვილი ამბობს, რომ ამის გამო საჯარიმო სანქციები დააკისრეს:

,,თან დავაჯარიმეთ და თან ნაკისრი ვალდებულება ბოლომდე შევასრულებინეთ, მართალია დაგვიანდა პროექტის განხორციელება, თუმცა საბოლოო ჯამში მოსახლეობა კმაყოფილი იქნება. სამუშაოები უნდა დასრულდეს 7 ნოემბერს" - აცხადებს ონიაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები