ახალი ამბები
გორის მერის კანდიდატად ,,ქართულმა ოცნებამ" კოტე თავზარაშვილი წარადგინა
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კოტე თავზარაშვილი გორის მერის კანდიდატია.

ამის შესახებ პარტია ,,ქართული ოცნების' ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

კოტე თავზარაშვილი გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტარმა თემურ ხუბულურმა წარადგინა.

კოტე თავზარაშვილი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს, საკრებულოში ,,ქართული ოცნების" სიით შევიდა. ის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

1982 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის სამშნებლო ფაკულტეტი – მშენებელ–ინჟინერის სპეციალობით. 1975-82 წწ. – გორის რაიონის საპროექტო ბიუროში იყო არქიტექტორი. 1982-85 წწ. – ქ. გორის საქალაქო კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორია.

1988 წ. – დაამთავრა ქ. ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლა. 188-91 წწ. – იყო ავტოსატრანსპორტო გაერთიანების პარტიული კომიტეტის მდივანი. 1991-92 წწ. – ავტოსატრანსპორტო გაერთიანების მშნებლობის განყოფილების უფროსი.

1992-98 წწ. – გორის სასურსათო კომბინატის დირექტორის მოადგილე მუშაობდა. 1998-2002 წწ. – შპს "მარინის" დირექტორი. 2002-04 წწ. – გორის ქალაქის გამგებლის მოადგილე – (მოგვიანებით გამგებლის მოვალობის შემსრულებელი).
Print

სტატიის გამოყენების პირობები