ახალი ამბები
ხელთუბნელების თქმით საკრებულოს სხდომები ბერბუკში იმართება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში ამბობენ, რომ საკრებულოს სხდომები ბერბუკში იმართება.

ამის შესახებ მათ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებთან ისაუბრეს. მათი თქმით, საკრებულოს სხდომებს ხშირად ესწრებიან და ამისათვის ბერბუკში უწევთ ჩასვლა.

ბერბუკი გორის მუნიციპალიტეტის თემის სოფელია და ტერიტორიული ორგანოს ცენტრს წარმოადგენს, სადაც რამდენიმე სოფელია გაერთიანებული, მათ შორის, ხელთუბანი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები