ახალი ამბები
აბასთუმნის ტყეში ცეცხლის კერამდე გზის გაჭრას ცდილობენ
დღეს, 29 აგვისტოს, ხანძარი გაჩნდა აბასთუმანში. „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტის ცნობით, რომელმაც ხანძრის კერამდე მისასვლელად, ჯერ სატვირთო მანქანით (ურალით), შემდეგ კი ფეხით, რამდენიმე კილომეტრი იარა, ადგილი იმდენად მიუვალია, რომ სახანძრო მანქანები წყლის მილებსაც ვერ აწვდენენ.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ადგილზე მეტყევეები, მეხანძრე–მაშველები და მოხალისეები ნიჩბებით მუშაობენ, ცეცხლი კერების ლოკალიზებას მთელი დღე ცდილობდა ვერტმფრენიც: „5–6 სახანძრო ჯგუფია, მანქანებით და ცდილობენ როგორმე ცეცხლის ღია კერებს წლის მილები მიაწვდინონ“.

როგორც ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. ხანძრის ახლოს იყო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. ვერტმფრენი მუშაობას დილით განაახლებს. ცოცხალი ძალა კი, ადგილზე რჩება.



იხ. უფრო ვრცლად
Print

სტატიის გამოყენების პირობები