ახალი ამბები
აკრობატული ხტომები სარწყავი არხის აუზში
დათო მალანია, თითქმის ერთი წელია, საცხოვრებლად სოფელ დოესში გადავიდა.

ცურვის ილეთებს, რომელიც მან რუსთავში ისწავლა, ამჟამად, სარწყავი არხის აუზში იყენებს.

ამბობს, რომ ზაფხულის განმავლობაში არხზე საბანაოდ წასვლა გართობის ერთ-ერთი საშუალებაა. დღეს, რამდენიმე თანატოლთან ერთად, წყალზე ადრევე წავიდა.

,,დღე, ძირითადად, აქ ვართ, საღამოს კი, გარეთ ბირჟაზე ვართ და ვსეირნობთ. ახლა ჯერ ცოტა ადრეა, საღამოს უფრო მეტი ხალხი მოდის საბანაოდ" - ამბობს იგი.

წყლის აუზი სოფლიდან მოშორებით, დაახლოებით 3 კმ მანძილზე მდებარეობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები