ახალი ამბები
ბადრი ნანეტაშვილი გორის მერის კანდიდატია
გორის მერად კენჭს ტელეკომპანია ,,თრიალეთის" მფლობელი ბადრი ნანეტაშვილი იყრის.

ამის შესახებ საინციატივო ჯგუფმა 25 აგვისტოს გორის საოლქო საარჩევნო კომისიას წერილობით მიმართა.

საინიციატივო ჯგუფში თინათინ თაყაძე, დავით მთიულიშვილი, ნინო დვალიშვილი, რობერტ ზანგალაძე და გიორგი კახნიაშვილი შედიან.

საოლქო საარჩევნო კომისიაში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, რომ ჯერ-ჯერობით ამომრჩეველთა ხელმოწერები განაცხადს თან არ ახლავს.

,,განაცხადიდან 30 დღის განმავლობაში საინიციატივო ჯგუფმა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ის ოდენობით ხელმოწერები უნდა წარმოადგინონ" - აცხადებენ კომისიაში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, ამისთვის საჭიროა ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტის თემში მცხოვრებთა 1104 ამომრჩევლის ხელმოწერა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ტელეკომპანია თრიალეთს ოთხი მფლობელი ჰყავს:

ჯონდო ნანეტაშვილი - 50% (ბადრი ნანეტაშვილის ძმა)

ბადრი ნანეტაშვილი - 20%

ნინო გაგნიძე - 20% (ბადრი ნანეტაშვილის მეუღლე)

შპს ,,აქცეპტი" - 10% (შპს ,,აქცეპტის" 80% წილი 2014 წლამდე ეკუთვნოდა ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს).

თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში იმართება.

საქართველოს პარლამენტის აპარატის ცნობით, ბადრი ნანეტაშვილი 2003-2004 წწ. იყო შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ხოლო 2004-2006 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან". 2008-2009 წლებში კი, კვლავ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის პოსტი დაიკავა ლადო ვარძელაშვილის ბრძანებით.

დაიბადა ქარელის რაიონის სოფელ კეხიჯვარში. დაამთავრა .ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ლითონების მეტალურგიის სპეციალობით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები