ახალი ამბები
მეჯვრისხევში ახალი ჭაბურღილიდან წყალი სამ დღეში 50 წთ-ის განმავლობაში მოდის
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის სასმელი წყლის ახალი ჭაბურღილიდან სასმელი წყალი სამ დღეში ერთხე, 50 წთ-ის განმავლობაში მოდის.

ამის შესახებ ადგილობრივები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან ინტერვიუში აცხადებენ.

მათი თქმით, ყოველთვიურად 5-6 ლარს იხდიან და საერთო ჯამში 1000 ლარი აქვთ გადასახდელი.

ერთ-ერთი უბნის მოსახლეობამ, რომელიც სოფლის განაპირას, გამყოფ ხაზთან ახლოს ცხოვრობს, ბუნებრივი წყლების მიწოდების ძველი სისტემა დაიბრუნა.

სოფლის წარმომადგენელი დიმიტრი თოდაძე ამბობს, რომ ტენდერი, ახალი ჭაბურღილების მონტაჟის შესახებ, უკვე გამოცხადებულია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები