ახალი ამბები
სკრის დასახლებაში ბულინგის თემაზე ფილმები დევნილ ბავშვებს უჩვენეს
,,პამელა და რომი" - ეს და მოზარდებისათვის დამახასიათებელი პრობლემების ამსახველი ფილმები დევნილმა ბავშვებმა ნახეს. სკრის დევნილთა სათემო ცენტრში ღონისძიება ორგანიზაცია ,,ქართლოსის“ წარმომადგენლემბა პროექტის ,,ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“ ფარგლებში გამართეს.

შეხვედრას ლანა ფერაძე უძღვებოდა, რომელიც, ფილმების ჩვენებამდე, მოზარდებს, ადამიანის ფასეულებების შესახებ, ესაუბრა და მათი აზრიც მოისმინა.

ფილმებმა, სადაც ბულინგის და კარჩაკეტილობის შემთხვევებია წარმოჩენილი, დევნილ ბავშვებში დისკუსია გამოიწვია. სათემო ცენტრში შეკრებილებმა საკუთარი მოსაზრება, მისი გამომწვევი მიზეზებისა და გამოსავლის გზების შესახებ, წერილობით დააფიქსირა.

ბავშვები ფიქრობენ, რომ ჩაგვრის შემთხვევებს სკოლაში, ეზოში და ოჯახშიც ხვდებიან, რაც, მათი აზრით, ცნობიერების დაბალ დონეს უკავშირდება. ზოგიერთმა მოზარდმა შეხვედრაზე ისიც აღნიშნა, რომ აღნიშნულ თემებზე შეხვედრების მოწყობა მშობლებისთვისაც აუცილებელია.

განათლების ნაციონალური ცენტრის 2016 წლის მონაცემების მიხედვით, ყოველი 5 ბავშვიდან 1 ბულინგის მსხვერპლია.

კვლევების მიხედვით, ბულინგი მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს როგორც ძალადობის განმახორციელებელზე, ასევე ძალადობის მსხვერპლსა და ძალადობის მოწმეზე (დამკვირვებელზე). რეტროსპექტული კვლევების მიხედვით, სასკოლო წლებში ბულინგის განმხორციელებლები არიან მოძალადეები მოზრდილ ასაკში და შემდგომში მათ ჰყავთ ბულინგის განმახორციელებელი შვილები. ხოლო ბულინგის მსხვერპლებს კი, შესაბამისად, მომავალში ასევე ბულინგის მსხვერპლი შვილები ჰყავთ.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები