ახალი ამბები
გორში ,,ქართული ოცნების" კლიპის ეპიზოდი გადაიღეს
გორში პარტია ,,ქართული ოცნების" საარჩევნო კლიპის ახალი ვერსიის ფრაგმენტი გადაიღეს. 

ამის გამო, ძველ უბანში, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, გარემონტდა, ბესარიონ ჯუღაშვილის ქუჩა მოსახლეობისთვის გაუფრთხილებლად გადაკეტეს.

ქალაქ გორის მერიის ნებართვით, გადაღება 17-დან 19 საათამდე უნდა ეწარმოებინათ, რეალურად, გორის ბაღების გაერთიანების თანამშრომლებს 12 საათიდან შეუზღუდეს მოძრაობა.

კლიპის თავდაპირველი ვერსია 2016 წლის სექტემბერში წარადგინეს.  "ჩემი საქართველო აქ არის" გიორგი ცაბაძის ამავე სახელწოდების სიმღერაზეა გადაღებული.

ეპიზოდის მიხედვით, გორელები მიდიან ქუჩაში და, მოულოდნელად, ხვდებიან  ბენდს, ჩერდებიან და მათთან ერთად იწყებენ სიმღერას ,,ჩემი საქართველო აქ არის".

Print

სტატიის გამოყენების პირობები