ახალი ამბები
ოჯახის წევრები 82-წლის მამაკაცს ეძებენ
ოჯახის წევრები 82 წლის სერგო ვენჯელაშვილს ეძებენ.

ლაგოდეხში მცხოვრები მამაკაცი სახლიდან 28 აგვისტოს გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.

მათი ინფორმაციით, 82 წლის მამაკაცს აცვია ყავისფერი შარვალი და ყავისფერი ზედა.

დაკარგულს აქვს სმენის პრობლემა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მამაკაცს ბოლო პერიოდში გორში წასვლა სურდა.

დაკარგულს ეძებენ სამართალდამცავებიც.

მამაკაცის ნახვის შემთხვევაში დარეკეთ : 599 18 50 74; 598 49 83 46
Print

სტატიის გამოყენების პირობები