ახალი ამბები
წითელი ცირკულარით ვეტერანების ძებნის თაობაზე ინფორმაცია არ დასტურდება
ინფორმაცია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბენეფიციარების წითელი ცირკულარით ძებნის თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, საქართველოში ერთდროულად 70 000-ზე მეტ პირზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება, შორსაა სიმართლისაგან.

,,მოგახსენებთ, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბაზაში რეგისტრირებულ ბენეფიციართა რიცხვი 70 000-ზე მეტია, ხოლო პირის ძებნის ნებისმიერი პრაქტიკა ხორციელდება კონკრეტული დანაშაულისათვის, რაც ასევე რეგულირდება საერთაშორისო კანონმდებლობით. ამასთანავე, უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირებისგან." - აღნიშნია განცხადებაში.

მივმართავთ უწყების ბენეფიციარებს, ვეტერანებს და ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შესახებ სრული და დადასტურებული ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის http://veterans.gov.ge და სოციალური ქსელის https://www.facebook.com/veteranebi/ მეშვეობით. ნებისმიერ საკითხზე კი ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ უწყების ცხელ ხაზზე - 248 16 26.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები