ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტში ფრანგული ენის სწავლება განახლდება
ისინი ნიცადან გვიან ღამით საქართველოში დაბრუნდნენ და მათ გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი აეროპორტში დახვდა.

ასოციაცია ,,საქართველოს ცენტრის" წარმომადგენლის ნინო იმერლიშვილის განცხადებით, შიდა ქართლში ფრანგული ენის სწავლება აღდგება.

სწორედ, ამ ორგანიზაციის მხარდაჭერით გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან 5 მოსწავლე შეირჩა.

15 დღის განმავლობაში პრაქტიკულ მეცადინეობას ფრანგული ენაში გადიოდნენ, გაეცნენ ადგილობრივ ტრადიციებსა და კულტურას, მოინახულეს ისტორიული ქალაქები და ღირსშესანიშნავი ადგილები.

აღნიშნული პროექტისათვის გათვალისწინებული ხარჯები ასოციაცია „საქართველოს ცენტრმა“ დააფინანსა, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კი მოსწავლეებისა და მათი პედაგოგის ტრანსპორტირების ხარჯები დაფარა.

„სამომავლოდ აუცილებელად იგეგემბა ამ პროექტის გაგრძელება, ახლა უკვე ახალი ნაკადი შეძლებს გაცვლითი პროგრამით სარგებლობას, მუნიციპალიტეტის მხრიდან მსგავსი პროექტების მხარდაჭერა აუცილებელია, რადგან ახალგაზრდა თაობის განათლების კუთხით ხელშეწყობა სამომავლოდ ჩვენ ქვეყანას წაადგება“ - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა.

"საქართველოს ცენტრი" არის საერთაშორისო დონის ასოციაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ფრანგი მეცენატი ჟერარდ ჟერმანი. ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნებთან ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის კუთხით.

ამავე პერიოდში , ასოციაცია „საქართველოს ცენტრის“ მიწვევითა და დაფინანსებით ქალაქ ნიცაში და კუნძულ კორსიკაზე იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა „მაჩაბელა“, რომელმაც უცხოელი მაყურებლებისათვის სოლო კონცერტები გამართა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები