ახალი ამბები
ცხინვალში აცხადებენ, რომ გორის სახანძრო ბრიგადების დახმარებაზე უარი თქვეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რეპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრი აცხადებს, რომ გამყოფ ხაზან ცეცხლი საკუთარი ძალებით ჩააქრეს.

ამის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს გამოქვეყნდა.

ალან თადტეევის თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დახმარება, მართლაც, შესთავაზეს.

,,ჩვენ უარი ვუთხარით, რადგან ჩვენი სამსახურის წარმომადგენლებმა კარგად იმუშავეს და სამუშაოს თავი გაართვეს" - აცხადებს თადტეევი.

მისი ცნობით, ცეცხლი გამყოფი ხაზის მიღმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის ტერიტორიაზეც გადავიდა, რომელიც გორის სახანძრო ბრიგადის წევრებმა ჩააქრეს.

შეგახსენებთ, ხანძარი ცხინვალის რაიონის სოფელ ოტრევთან გუშინ გვიან საღამოს გაჩნდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები