ახალი ამბები
გორში საცხოვრებლად გადასული ბარდი კლუბ ,,ვარდისუბანში" უკრავს
საავტორო მუსიკოსი, ბარდი დავით ლოლუა საცხოვრებლად, რამდენიმე წლის წინ, გორის რაიონში გადავიდა.

ყოველ შაბათს ის კლუბ ,,ვარდისუბანში" უკრავს. დავით ლოლუა თვითნასწავლი მუსიკოსია.

კლუბის მეპატრონემ ნუგზარ მაჭავარიანმა სპეციალურად მიიწვია, პიანისტ თამარ ენდელაძესთან ერთად, დუეტი ჩამოაყალიბებინა და კვირაში ერთი დღე მათ დაუთმო.

,,ვარდისუბნის" მენეჯერის, ბოჟენა თითოვას თქმით, დავით ლოლუამ თბილისში ქარცეცხლიანი დღეები გაატარა. იგი, ამჟამად, თავის სამყაროს სამეფო ქუჩაზე მდებარე კლუბში აცნობს სტუმრებს.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები