ახალი ამბები
წაღვლში ფრინველზე მონადირე დააჯარიმეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის მიმდებარედ, მოქალაქე, გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

გარემოდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს.

გადამფრენ ფრინველების ნადირობისთვის დაწესებული მოსაკრებელი 10 ლარი ღირს. იმ შემთხვევაში, თუ პირს ქვითარი სახლში დარჩა ან მინდორში დაკარგა, ამ შემთხვევაში, ოქმი მაინც დგება.

გარემოდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ოქმს სასამართლოში გზავნიან, სადაც მოსამართლე მის კანონიერებას სწავლობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები