ახალი ამბები
კასპის საარჩევნო უბნებზე წევრები აირჩიეს - 7 მათგანს დისციპლინური სახდელი ჰქონდა დაკისრებული
კასპის საოლქო საარჩევნო კომისიამ უბნებზე საკუთარი წარმომადგენლები დანიშნა. ამის თაობაზე შესარჩევი კონკურსი 3 სექტემბერს გაიმართა.

კონკურსის დროს,  319 განმცხადებლიდან 228 პირი შეარჩიეს. აქედან, 7 მათგანს, გასულ წლის საპარლამენტო არჩევნებზე, დისციპლანური სახდელი ჰქონდათ დაკისრებული.

7-ვე მათგანი შარშანაც ოლქის მიერ იყო წარდგენილი.

კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნანა ნონიაშვილის განცხადებით, შვიდივე პირის მიმართ დაკისრებული დისციპლანურ სახდელებს (შენიშვნა/გაფრთხილება) ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა.

,,კანონის შესაბამიდ, კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდათ" - აცხადებს ნონიაშვილი.

საოლქო საარჩევნო კომისიაში, გასულ წელთან შედარებით, განმცხადებლების რაოდენობა მცირეა.  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე განცხადი სულ 532 პირმა შეიტანა. 2017 წელს კი, 319-მა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები