ახალი ამბები
ელიზბარაშვილის თავშესაფრის დახურვის შემთხვევაში გორში 100-მდე ძაღლს დააბრუნებენ
თბილისში, თამაზ ელიზბარაშვილის გაკეთებულ ძაღლთა თავშესაფარს ფინანსური პრობლემები აქვს.

ამის გამო, 1 სექტემბრიდან, მოქალაქეებმა, ორგანიზაციის ანგარიშზე საშუალების მიხედვით თანხის გადარიცხვა დაიწყეს.

ადმინისტრაციის ცნობით, ერთ კვირაში, თავშესაფარის 2 500 ლარი შეწირეს.

,,იმ შემთხვევაში, თუ ეს თავშესაფარი დაიხურა, მოგვიწევს გორში 100-ზე მეტი ძაღლი დავაბრუნოთ" - აცხადებს გორის ვეტერინარული კლინიკის ხელმძღვანელი ირმა მთიულიშვილი.

მისი თქმით, წლების განმავლობაში, გორიდან წაყვანილი ძაღლებისთვის (ნაავარიები, დაავადებული და ა.შ.) საუკეთესო თავშესაფარია.

,,წიხლით რომ ვტენით ამ თავშესაფარში ძაღლებს, მათ შორის, გორიდანაც, მაინც არავინ ვეხმარებით. უამრავი პირადად მეც მყავს ჩაყვანილი. ამ თავშესაფრიდან მინიმუმ ასი ძაღლის დაბრუნება მოგვიწევს გორში. და კიდევ, მეც აღარ შევიფარებ ძაღლებს. მაინც ზედ მივლის დაუნახავი ხალხი. დავეხმაროთ, თამაზ ელიზბარაშვილს" - აცხადებს ირმა მთიულიშვილი.

,,მოგეხსენებათ, ჩვენს თავშესაფარში შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო, 1 სექტემბერს თავშესაფრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ანგარიშის ნომერი, სადაც გულშემატკივრები სურვილისამებრ რიცხავენ თანხას. დღეის მონაცემებით თავშესაფრის ანგარიშზე შემოსულია 2 409(ორი ათას ოთხას ცხრა) ლარი. ამ და თვის ბოლომდე შემოსული თანხით შევიძენთ ძაღლის მშრალ საკვებს, რომელსაც შ.პ.ს. ,,მასტერ თრეიდი“ გვაწვდის ყოველკვირეულად.  მადლობას ვუხდით თითოეულ იმ ადამიანს, ვინც თუნდაც 1 ლარი ჩარიცხა თავშესაფრის გადასარჩენად.  რეკვიზიტებია:
მიმღები ბანკი : სს ,,საქართველოს ბანკი"
ბანკის კოდი : BAGAGE22
მიმღების დასახელება:ელიზბარაშვილი თამაზ
მემღების ანგარიშის ნომერი : GE83BG0000000574178400" - აღნიშნულია თავშესაფრის განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები