ახალი ამბები
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს სოციალური დახმარება არ შეუწყდებათ
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს (როგორც კონკურსის წესით არჩეულ, ისე უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს), საუბნო კომისიაში მიღებული ანაზღაურების გამო სახელმწიფო დაფინანსება არ შეუწყდებათ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ ნანა ნონიაშვილმა აცნობა.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეყვანილ პირებს, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად დასაქმდებიან, საარჩევნო კომისიაში მიღებული ხელფასი არ ჩაეთვლებათ ოჯახის ერთობლივ შემოსავალში და არ შეუწყდებათ სახელმწიფო დაფინანსება; ასევე, არ შეუწყდებათ სოციალური პაკეტი იმ პირებს , რომლებიც იღებენ სოციალურ პაკეტს საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.

ანალოგიური წესი ვრცელდება საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებსა და კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დანიშნულ წარმომადგენლებზე. ის საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად რეგულირდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები