ახალი ამბები
ძიუდოისტებს და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს გუბერნატორმა დიპლომები გადასცა
შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ გორელ თავისუფლი სტილით მოჭიდავეებსა და ძიუდოისტებს, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისა და მიღწეული წარმატებებისთვის, დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გუბერნატორის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის, გიორგი ედიშერაშვილის თქმით, კახა სამხარაძემ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს, ქვეყნის წარმატებასა და სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, თავისუფალი სტლით მოჭიდავე, პარიზის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი გენო პეტრიაშვილი და ამავე ჩემპიონატის მონაწილ ჯაბა ყველაშვილი.

ბულგარეთში ყოფნის გამო, შეხვედრას ვერ დაესწრო 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

გორელი ძიუდოისტებიდან ღონისძიებას დაესწრნენ, 2017 წლის ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპინატის მონაწილე ლაშა შავდათუაშვილი და ამავე ჩემპიონატის ბრიჯნაოს მედალოსანი ვაჟა მარგველაშვილი.

ძიუდოსა და თავისუფალი სტილით ჭიდობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გუბერნატორმა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები ნუგზარ სხირელი, ნიკო ბიბილაშვილი და ანზორ თენაძე დააჯილდოვა.







Print

სტატიის გამოყენების პირობები