ახალი ამბები
პოლონელები გორში თორმეტი სკოლის პედაგოგსა და მათ მოსწავლებს გამოცდილებას უზიარებენ
როგორაა შესაძლებელი ადგილობრივ ხელისუფლებასთან, პოლიტიკოსებთან ურთიერთობა და ახალგაზრდული საკითხების ადვოკატირების განსხორციელება საკუთარ თემში - ეს ის ძირითადი საკითხია, რომელთა შესახებაც გორში, სასტუმრო ,,ვიქტორიას“ სააქტო დარბაზში ტრენინგი მიმდინარეობს.

ღონისძიებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 12 საჯარო სკოლის პედაგოგი, ორ მოსწავლესთან ერთად, ესწრება. გამოცდილებას მათ პოლონელი ტრენერები უზიარებენ.

ტრენინგი ორდღიანია და, მისი დასრულების შემდეგ, დებატებსა და სხვადასხვა სახის კამპანიებს, საკუთარ სკოლებში გამართავენ. აქტივობების განხორციელებაში და დაგეგმვაში სათანადო კონსულტაციებს სწორედ პროექტის ტრენერებისგან მიიღებენ.

ტრენინგში მონაწილე ახალგაზრდების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მსგავს თემებზე ტრენინგს პირველად ესწრება. მათი თქმით, ამ დრომდე მოსმენილ ტერმინების მნიშვნელობას, დღევანდელი ტრენინგის შემდეგ, კარგად აცნობიერებენ.

ორდღიანი ტრენინგი პროექტის ,,ახალგაზრდების ხმა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში საქართველოში“ პოლონურ ორგანიზაცია, ,,სამოქალაქო განათლების ცენტრი“ ახორციელებს, პარტნიორობას ადგილზე მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი“ უწევს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები