ახალი ამბები
ქალაქ გორის საბავშვო ბაღებში ახალ სასწავლო წელს 671 აღსაზრდელი მიიყვანეს
დღეს, ქალაქ გორის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა.

საზეიმო ცერემონიალი მეოთხე საბავშვო ბაღში გაიმართა.

საბავშვო ბაღების გაერთიანების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ქეთევან დვალიშვილი ამბობს, რომ ალაქის 18-ვე სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო წელი შეფერხების გარეში დაიწყო.

ჯამში, ყველა დაწესებულებაში 3320 აღსაზრდელია რეგისტრირებული. აქედან, 671 ბავშვი ბაღში წელს პირველად მივიდა.

„ერთ თვიანი არდადეგების შემდეგ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა. დღეს ქალაქის 18-მა სააღმზრდელო დაწესებულებამ 3300-მდე აღსაზრდელი მიიღო.“ - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გორის მერიის განათლების განყოფილების უფროსმა.

ნინო ბერიანიძის ინფორმაციით მომავალ წელს ქალაქში კიდევ ერთი სააღმზრდელო დაწესებულება დაიწყებს ფუნქციონერებას. სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები