ახალი ამბები
გორის ცენტრალურ უბანში მერისა და მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატები წარადგინეს
დღეს, გორში, ცენტრალური უბნის მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინეს.

დავით (ზაალ) გუდაძე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოსახვედრად ,,ქართული ოცნების" სახელით და მხარდაჭერით იბრძოლებს.

შეხვედრას ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ესწრებოდა, რომელმაც ცენტრის მოსახლეობას, გუდაძის გარდა, მერის კანდიდატი, კოტე თავზარაშვილიც წარუდგინა.

ქალაქისა და რაიონის გაერთიანების შემდეგ, მოსახლეობამ ქალაქიდან 5 მაჟორიტარი წარმომადგენელი უნდა აირჩიოს საკრებულოში მოსახვედრად.

ზაალ გუდაძე 2012-2014 წლებში გამგებლის პაპუნა კობერიძის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ, 2014-2016 წლებში საკრებულოს თავმჯდომარის, იგივე პაპუნა კობერიძის თანაშემწედ. 2016 წლის ზაფხულში პაპუნა კობერიძის იმპიჩმენტის დროს, ახალმა თავმჯდომარემ ილია მეტრეველმა (ოქრუაშვილის ,,ქართული პარტიიდან") ის გაათავისუფლა.

2009 წელს ზაალ გუდაძე პოლიციამ დააკავა. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, იგი პოლიტიკურ პატიმრად გამოცხადდა. გუდაძე კოალიცია ,,ალიანსი საქართველოსთვის" წევრი იყო რესპუბლიკური პარტიიდან და იმდროინდელ საპროტესტო აქციებში იღებდა მონაწილეობას. საპროტესტო აქციების შემდეგ, გუდაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.





Print

სტატიის გამოყენების პირობები