ახალი ამბები
გუდაბერტყას ნამოსახლარზე პრაქტიკას ევროპული უნივერსიტეტის სტუდენტები გაივლიან
გუდაბერტყას ნამოსახლარზე პრაქტიკების გავლას ევროპული უნივერსიტეტების სტუდენტები გეგმავენ.

ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა განაცხადა.

გუშინ არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ექსპონატები გამოფინეს. ექსპონატებს რესტავრაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მეშვეობით ჩაუტარდა. 

ექსპონატების გამოფენას გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და პოლონელი ტურისტები ესწრებოდნენ.

„ამ ძეგლს ბევრი დატვირთვა და დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, მას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ამ ტერიტორიაზე გათხრები მუდმივად იქნება, უკვე მოეწყო სპეციალური აივანი და რესტავრირება ჩაუტარდა აღმოჩენილ ექსპონატებს, ასე რომ, სამინისტრო მუნიციპალიტეტთან ერთად ახლო მომალავში გეგმავს, რომ აქ მოეწყოს მაღალი დონის ტურისტული ინფრასტრუქტურა“- განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.

გუდაბერტყას ნამოსახლარი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, არქეოლოგების დასკვნითის, ის ძვ.წ 31-29 საუკუნეებით თარიღდება და არის მტკვარ არაქსისი კულტურის ნაწილი. ამ დროისთვის ნამოსახლარზე აღმოჩენილია სხვადასხვა ზომისა და ფორმის თიხის ჭურჭელი, ნაქსოვი ზეწარი, თაფლი და ა.შ.

გუდაბერტყა, ციხის-გორა — მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი ქ. გორის აღმოსავლეთით 7 კმ-ზე, სვენეთთან. გათხრა დაიწყო 1956 წლიდან (ხელმძღვანელი შ. ამირანაშვილი, ს. ნადიმაშვილი). განსაკუთრებით საყურადღებოა გუდაბერტყის უძველესი ფენები, რომლებშიც მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი მასალა აღმოჩნდა. დადგინდა, რომ ძვ. წ. II ათასწლეულში გუდაბერტყა დიდი სამოსახლო იყო, რომელსაც გარს ალიზის გალავანი ერტყა. გაითხარა კარკასული ტიპის მოხატული შენობები, რომლებშიც თიხის ფიგურული კერები იყო. ნამოსახლარის ცენტრში აღმოჩნდა საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა და მარცვლეულის შესანახი ხაროები.

მოპოვებული მასალიდან აღსანიშნავია თიხის უძველესი საბეჭდავები, რომლებზეც ირმისა და ფრინველის სტილიზებული გამოსახულებებია ამოკვეთილი. ნამოსახლარის მახლობლად ადრინდელი ბრინჯაოს ხანის სამაროვანია, რომლის ცენტრში აღმართულია გორასამარხი. გუდაბერტყის ზედა ფენები ადრინდელი რკინის ხანით თარიღდება.











Print

სტატიის გამოყენების პირობები