ახალი ამბები
ჭავჭავაძის ქუჩაზე ჯიპი უკნიდან მერსედესს დაეჯახა
გორში, ჭავჭავაძის გამზირზე ნაცრისფერი ,,BMW"-ს ჯიპი უკნიდან ,,მერსედესის" მარკის ავტომანქანას დაეჯახა.

ფოტო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მოქალაქემ მიაწოდა.

ფოტოს მიხედვით, შეჯახება ქვეითთა გადასასვლელისთვის განკუთვნილი ზოლიდან დაახლოებით 5 მ მანძილზე მოხდა. 

როგორც გაირკვა, წინ მიმავალმა ,,მერსედესმა" მოულოდნელად მარცნივ, პარკინგის მიზნით, შეუხვია. ჯიპმა კი, დამუხრუჭება ვერ შეძლო.

გზის აღნიშნული მონაკვეთი ცალმხრივია და ავტომანქანების მოძრაობის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 40 კმ/სთ-ს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები