ახალი ამბები
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მოსახლეობის პრობლემებს ეცნობიან
ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიმდებარე სოფლებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ.

მორიგი ასეთი შეხვედრა მისიის ახალი ხელმძღვანელის პირობებშიც შედგა.

,,ადგილობრივი ქალბატონები სიამოვნებით ესაუბრებიან ჩვენს დამკვირვებლებს" - აღნიშნულია მისიის განცხადებაში.

,,ისინი ადამიანებს სხვდასხვა საკითხებზე ესაუბრებიან. მათ შორის ისეთი საკითხებია, როგორც: ონკანში სუფთა სასმელი წყლის არსებობა, გაზის მიწოდების საიმედო პირობებში საჭმლის მომზადება, ავადმყოფობის დროს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, მოსავლის აღება და ასევე მათი წინაპრების საფლავზე ყვავილების მიტანა." - აღნიშნავენ დამკვირვებლები.

მისიის საპატრულო ჯგუფების წევრები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან აკვირდებიან და ანგარიშებს ამზადებენ ყოველდღიური ცხოვრების შესახებ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები