ახალი ამბები
სოფელ გორაკასთან რუსმა ჯარისკაცებმა 24 წლის ლევან მაზმიშვილი დააკავეს

 

სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები 24 წლის ლევან მაზმიშვილი სოფელ გორაკადან რუსმა მესაზღვრეებმა 2014 წლის 26 აგვისტოს წაიყვანეს. ოფიციალურმა პირებმა კი ეს ფაქტი 29 აგვისტოს შეიტყვეს. სოფელი გორაკა საკორინთლოს ესაზღვრება და ქვემო ჭალის ტერიტორიულ ორგანოში შედის.

 

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის განცხადებით მაზმიშვილის გასათავისუფლებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

 

აგვისტოს ბოლო კვირისთვის ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფლებიდან, მაზმიშვილის გარდა, მეჯვრისხევიდან და ჯარიაშენიდან კიდევ ოთხი ადგილობრივი მკვიდრის დაკავების და შემდგომ გათავისუფლების ფაქტები დაფიქსირდა. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები