ახალი ამბები
შიდა ქართლში 284 მედალოსანი მოსწავლეა
მიმდინარე წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შიდა ქართლში 216 კურსდამთავრებულს ოქროს და 68-ს კი, ვერცხლის მედალს გადასცემს.

საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან მოძიებული ინფორმაციით, საჯარო სკოლა შიდა ქართლში 3 199 მოსწავლემ დაამთავრა, საიდანაც 284 მედალოსანია. 

აქედან, გორის მუნიციპალიტეტში 164 მედალოსანია (1630 მოსწავლიდან)
ხაშურში - 79 მედალოსანი (800 მოსწავლიდან)
კასპში - 21 მედალოსანი (397 მოსწავლიდან)
ქარელში - 20 მედალოსანი (372 მოსწავლიდან)

რეგიონის მასშტაბით, მედალოსნებით გორის მე-3 საჯარო სკოლა ლიდერობს, შემდეგ, ამავე ქალაქის მე-12 სკოლა მოდის. მესამე ადგილზე კი, ხაშურის მე-3 სკოლაა.

გორის მესამე სკოლა - 17 მედალოსანი
გორის მე-12 სკოლა - 14 მედალოსანი
ხაშურის მე-3 სკოლა - 12 მედალოსანი

გორის მუნიციპალიტეტში 164 მედალოსნიდან 126 მოსწავლე - ოქროს, ხოლო, 38 - ვერცხლს მიიღებს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში - 79 მედალოსნიდან 64 ოქროს და 15 ვერცხლის მედალს.
კასპის მუნიციპალიტეტში - 21 მედალოსნიდან 9 ოქრო და 12 ვერცხლი
ქარელის მუნიციპალიტეტში -  20 მედალოსნიდან 17 ოქრო და 3 ვერცხლი.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო გრანტის მოპოვებას, კასპის მუნიციპალიტეტში გრანტი 56 აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის, 100%-იანი დაფინასება 5-მა აბიტურიენტმა მიიღო.

ხაშურის მუნციპალიტეტში გრანტი 106 - მა აბიტურიენტმა მოიპოვა, აქედან, 20-მა 100%-იანი დაფინანსება..

რაც შეეხება გორისა  და ქარელის რესურცენტრებს,  ამ ეტაპისათვის, სახელმწიფო გრანტის მფლობელთა რაოდენობის შესახებ, ინფორმაცია არა აქვთ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები