ახალი ამბები
საინიციატივო ჯგუფიდან კასპში ორი კანდიდატია
კასპის მუნიციპალიტეტში საინიციატივო ჯგუფიდან ორი მაჟორიტარი კანდიდატი დარეგისტრირდა.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, გიორგი გოგოლაური კენჭს სოფელ კავთისხევში იყრის, ხოლო ია ირემაშვილი - წინარეხში.

გოგოლაური და ირემაშვილი კასპის საკრებულოს, ჯერ კიდევ, მოქმედი წევრები 2010 წლიდან არიან.

ორივე მათგანი, 2010-2014 წლებში, საკრებულოში მაშინდელი მმართველი პარტიის, ნაციონალური მოძრაობის სახელით შევიდნენ.

2014 - 2017 წლებში ია ირემაშვილი საკრებულოში დამოუკიდებელი სტატუსით, ხოლო გოგოლაური - ბურჯანაძის პარტიიდან წარსდგნენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები