ახალი ამბები
გურამ პაპიტაშვილის სახელობის სპორტულ სკოლაში რეაბილიტაცია ჩატარდება
გურამ პაპიტაშვილის სახელობის სპორტულ სკოლაში ხის ფანჯრები დაზიანდა.

ამის გამო, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ერთი თვის განმავლობაში, რეაბილიტაციის პროცესი გაგრძელდება.

სპორტული განყოფილების ცნობით, სარემონტო სამუშაოები სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის.

გორის მერია ახალი ფანჯრების დასამონტაჟებლად დაახლოებით 17 ათას ლარს ხარჯავს.

პროექტის მიხედვით, სარემონტო სამუშაოები, ძირითადად, შიდა ინტერიერის ფანჯრებს ჩაუტარდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები