ახალი ამბები
სტალინის გამზირზე ხმაურისგან შეწუხებულმა ქალმა ცივი წყალი მოზარდებს აივნიდან გადაასხა
,,დღეს სწავლა დაგვეწყო, ცოტა ვმხიარულობდით, პატივცემულო, უცბად, ისეთი ცივი წყალი დაგვესხა თავზე, გვეგონა საყინულე დაგვეცა" - ეუბნებოდნენ მოზარდები პატრულოს თანამშრომლებს.

სტალინის გამზირზე, მესამე სართულზე მცხოვრებმა ქალმა საპატრულო პოლიცია ღამის 2 საათზე გამოიძახა.

,,ინიციატორი აცხადებს, რომ თქვენ ხმაურობდით, ყვიროდით და აწუხებდით მძინარე ხალხს" - განუმარტეს პატრულის თანამშრომლებმა მათ.

მოზარდები აცხადებდნენ, რომ საზეიმო განწყობილების გამო, მღეროდნენ. 

ვიდრე პოლიცია ახალგაზრდებისგან ახსნა-განმარტებებს ისმენდნენ, ორი ეკიპაჟის წევრებიდან, ერთ-ერთი ცდილობდა ,,ინიციატორთან" დაკავშირებას, რომელიც მათ ტელეფონზე აღარ პასუხობდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები