მშვიდობის გამზირის დასაწყისში სკვერის რეაბილიტაცია იგეგმება.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქალაქ გორის მერიიდან
აცნობეს.
ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, მთლიანად გამოიცვლება
ატრაქციონები.
კერძოდ, ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მოიხსნება 5 ცალი ატრაქციონი და 8
,,საპარკე მერხი". მათ ნაცვლად 13 ახალი ,,საპარკე მერხი" დაიდგმება,
აქედან, 5 ცალი გზის მეორე მხარეს მდებარე სკვერში განთავსდება.
სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები გეგმავენ, რომ სკვერს ხის კუნძი
მოაცილონ და მის ადგილას, ბეტონით, საბავშვო
მოედანი გააკეთონ.
საბოლოო ჯამში სკვერში ერთი ცალი სასრიალო, 1 საქანელა და 2 ცალი
,,აიწონა-დაიწონას"
კონსტრუქცია დამონტაჟდება. განათების ერთ ბოძს დემონტაჟს გაუკეთებენ.
სტატიის გამოყენების პირობები