ახალი ამბები
საკრებულოს წევრებმა 5 ლარიანი სატელეფონო ლიმიტები გააპროტესტეს

 

განკარგულების მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარეს სატელეფონო მომსახურებაზე ყოველთვიური ლიმიტი 90 ლარის ოდენობით, მის მოადგილეს - 70 ლარი; კომისიის თავმჯდომარეს - 50 ლარი; ფრაქციის თავმჯდომარეს - 30 ლარი, ხოლო აპარატის უფროსს 30 ლარის ოდენობით განესაზღვრა. რაც შეეხება რიგით წევრებს და სპეციალისტებს 5-5 ლარის ოდენობით.

 

,,თქვენთვის ეს იქნება ძირითადად სააბონენტო გადასახადი. ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წევრებთან და სამსახურის თანამშრომლებთან ისაუბრებთ უფასოთ" - განუცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ კოტე თავზარაშვილმა რიგით, უთანამდებობო წევრებს. 35 წევრიან რაიონის საკრებულოში თანამდებობის მქონე 13 წევრია.

 

განკარგულების პროექტი სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ სოსო ვანიშვილმა წარადგინა: ,,თანხების ასე გადანაწილება ბიუჯეტის სიმწირის გამო მოხდა" - აღნიშნა მან. ,,თუ ასეთი მწირია ბიუჯეტი, თანამდებობის პირებმა უფრო გაიზარდეს ლიმიტი" - უპასუხა საკრებულოს წევრმა თეო ტლაშაძემ.

 

მართლაც, საკრებულოს კომისიების გაფართოებულ წინა სხდომებზე განკარგულების პროექტში თანამდებობის პირებისთვის შედარებით დაბალი ლიმიტი იყო განსაზღვრული.

 

რაც შეეხება ქალაქის საკრებულოს, აქ წარდგენილი პროექტი უპრობლემოდ დაამტკიცეს. ოღონდ განსხვავება ისაა, რომ რიგით წევრებზე 5-ის ნაცვლად 6 ლარი დაწესდა.

 

მერია და გამგეობა

 

მერი - ლიმიტის გარეშე; მოადგილეები - 70 ლარი; სამსახურის უფროსი - 50 ლარი; განყოფილების უფროსი - 25 ლარი; ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენელი - 30 ლარი; სპეციალისტების რანგირების მიხედვით (წამყვანი, უფროსი, მთავარი) - 7-დან 12 ლარამდე; შტატგარეშე მოსამსახურე - 20 ლარი;

 

რაიონის გამგებელი - 90 ლარი; მოადგილეები - 70 ლარი; ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი - 50 ლარი; სხვა სამსახურის უფროსები - 30 ლარი; განყოფილების უფროსები - 20 ლარი; რიგითი მოხელეები 5 ლარი. საკრებულოს წევრებმა 20/4-ის წინააღმდეგ ეს პროექტიც ჩააგდეს.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები