ახალი ამბები
გორის მერის კანდიდატი სოფელ ლევიტანას მოსახლეობას შეხვდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ლევიტანას მოსახლეობას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიიდან გორის მერის კანდიდატი კონსტანტინე თავზარაშვილი შეხვდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციიო ცენტრს პარტიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს. პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ადგილობრივებთან სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ისაუბრა.

,,მერობის კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებთან სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და მათი მოგვარების გზებთან დაკავშირებით, ადგილობრივების პოზიცია განიხილა." - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შეგიქმნათ კომფორტი, არ დაირღვეს თქვენი უფლებები და ჩვენი გვერდში დგომა ყოველთვის იგრძნოთ“, - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები