ახალი ამბები
„სიმ ბოქსის“ უკანონოდ ფუნქციონირების ოთხი ფაქტი გამოავლინეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისის სხვადასხვა უბანში, გამოავლინეს ოთხი ობიექტი, სადაც განთავსებული იყო ელექტრონული მოწყობილობა - ე.წ. „სიმ ბოქსი,“ შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით, რომლითაც უკანონოდ ხდებოდა საერთაშორისო ზარების ადგილობრივ ზარად გარდაქმნა.

შემოსავლების სამსახურის გამომძიებლებმა დადგინეს, რომ  ჯგუფი, რომლის წევრებიც უცხოეთის მოქალაქეები არიან, უცხოური ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნის შედეგად, კანონსაწინააღმდეგოდ, ხელოვნურად ცვლიდნენ შემომავალი ზარების ტარიფებს, რაც მნიშვნელოვნად აზარალებდა როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე, სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე და 192-ე მუხლებით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები