ახალი ამბები
კეცხოველის ქუჩაზე გზა თვეზე მეტია ამოთხრილია
ქალაქ გორში, კეცხოველის ქუჩაზე, გზა თვეზე მეტია გათხრილია. მერიაში აცხადებენ, რომ ასფლატის საფარი გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლებმა გაჭრეს. 

ამის გამო, ავტომანქანების მოძრაობას საფრთხე ექმნება, რადგან დაზიანებული ასფალტის წინ, გამაფრთხილებელი ნიშნები არ დგას.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლებმა, მიმდინარე წელს დაგებული ახალი ასფალტი რამდენიმე ადგილას გაჭრეს იმ მიზნით, რომ მის ქვეშ გაზის მილები ,,თხუნელას პრინციპით" გაეყვანათ.

,,როგორც აღმოჩნდა ამ მეთოდმა არ გაამართლა და დაზიანდა საკანალიზაციო მილები" - გვითხრა ქალაქის მერმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა.

მისი განმარტებით, ატენის გაზიფიცირება მიმდინარეობს, ხოლო სოფელთან დამაკავშირებელი მილსადენი გორში არსებულ ბუნებრივი აირის სისტემას შეუერთდება.

კომპანიის წარმომადგენლებს სამუშაოები ატენში ჯერ არ დაუსრულებიათ.





Print

სტატიის გამოყენების პირობები