ახალი ამბები
გორში ,,რესპუბლიკელებიდან" ვიქტორ ქარქიშვილი საარჩევნო სიის პირველი ნომერია
გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში ,,რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებმა პროპორციული საარჩევნო კანდიდატების სია წარადგინეს.

ვიქტორ ქარქიშვილი, თვითმმართველობის არჩევნებზე, სიის პირველი ნომერია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლექსო ვალიაურმა განუცხადა.

მისი თქმით, გორის თვითმმართველობაში პარტიის წევრები, სხვა საკითხებთან ერთად, ამ მიმართულებით იმუშავებენ:

,,კერძოდ, ყურადღება მიექცეს შშმ პირთა პრობლემებს, ადაპტირებულ გარემოს გორში და ასე შემდეგ" - აცხადებს ლექსო ვალიაური. ამ წუთებში გორის საოლქო კომისიაში სარეგისტრაციო პროცედურებს გადიან.


ტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.




Print

სტატიის გამოყენების პირობები