,,პოლიციელები გააფრთხილეს, რომ არ შესულიყო ობიექტზე, რადგან იქ ძაღლი აშვებული იყო. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც შევიდნენ და ძაღლმა ორივე დაკბინა. ერთი ძირს აგროვა" - გვეუბნება წყარო, რომელიც აცხადებს, რომ ინციდენტის შესახებ ნაცნობი პოლიციელისგან შეიტყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ჩვენი კითხვა შეეხებოდა რეიდის ადგილმდებარეობას და პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობას. პრესსამსახური დეტალების გარკვევას ორი დღის წინ დაგვპირდა და მას შემდეგ ოფიციალური ინფორმაციის მიღებას ვცდილობთ. გამოხმაურების შემთხვევაში სამინისტროს პასუხიც გამოქვეყნდება.
ინციდენტი 26 აგვისტოს მოხდა.
ფოტო: გამოყენებულია ინტერნეტში გავრცებული ფოტო
სტატიის გამოყენების პირობები