ახალი ამბები
პროფესიულ კოლეჯ „განთიადში“ საშემოდგომო მიღება იწყება
2017 წლის 2 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით პროფესიულ კოლეჯ „განთიადში“ იწყება რეგისტრაცია პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამებზე.

ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ პირს, ვისაც სურვილი აქვს დაეუფლოს სასურველ პროფესიას, შესაძლებლობა ეძლევა, სრული სახელმწიფო დაფინანსებით მიიღოს პროფესიული განათლება.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია როგორც კოლეჯ „განთიადში“, ისე რეგიონში არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.(გორი, კასპი, ქარელი, ხაშური)

რეგისტრაცია განხორცილედება პირადობის მოწმობის საფუძველზე შემდეგ პროგრამებზე.

- ვეტერინარიული მომსახურების სპეციალისტი
- რძის გადამმუშავებელი
- სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი
- სტილისტი (ქალი-მამაკაცი)
- მასაჟისტი
- ბუღალტერი
- ოფისის მენეჯერი
- მეფილე-მომპირკეთებელი
- მებათქაშე
- მღებავი
- ელექტრიკოსი
- დურგალი
- ზეინკალ-სანტექნიკოსი
- შემდუღებელი
- ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებელი.



საკონტაქტო ინფორმაცია: გორი ბესიკის ქ 2.
ტელ: 0(370) 22 78 71, 577177992



Print

სტატიის გამოყენების პირობები