ახალი ამბები
გორის საბავშვო ბაღებს გასათბობად წიწვოვანი ხის ნარჩენებს აღარ მიაწვდიან
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, გასათბობად, წიწვოვანი ხის ნარჩენებისგან დამზადებულ ,,ბრიკეტებს" ( დაპრესილი მასალა) აღარ გამოიყენებენ.

ამის შესახებ შეხვედრა საბავშვო ბაღების გაერთიანების მართვის სააგენტოში გუშინ შედგა.

სააგენტოს ხელმძღვანელობას მატერიალური განყოფილების უფროსმა კახაბერ გოგიაშვილმა აცნობა, რომ ,,ბრიკეტის" მიმწოდებელი კომპანიების წარმომადგენლები, ზამთრის სეზონზე, ხელშეკრულებაში გაპარული შეცდომის წყალობით, სარგებლობენ, კერძოდ:

,,იმის გამო, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში, მხოლოდ, ხის ნარჩენებისგან დამზადებული ბრიკეტი წერია, მიმწოდებელ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ საბავშვო ბაღებს მიაწოდონ წიწვოვანი ხის ნარჩენებისგან დამზადებული მასალა" - აღნიშნავს გოგიაშვილი.

სხდომაზე განაცხადეს, რომ წიწვოვანი ხის ნარჩენების წვის შედეგად, ღუმელში სქელი ნადები რჩება. რის გამოც, საბავშვო ბაღების დამლაგებლებს ღუმელისა და მილების წმენდა, სისტემატიურად, უწევთ.

აღნიშნულ მოხსენებასთან დაკავშირებით, გადაწყვიტეს, რომ საბავშვო ბაღებისთვის წიწვოვანი ხის ნარჩენებისგან დამზადებული ,,ბრიკეტები" აღარ შეიძინონ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები