ინტერნეტგამოცემა TSpress.ge-ს რედაქცია, ფონდ “ღია საზოგადოება -
საქართველოს” მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს თვითმმართველობის თემაზე
საუკეთესო სტატიის გამოსავლენად.
სტატიები უნდა შეეხებოდეს შემდეგი ქალაქების - თელავი, მცხეთა,
ოზურგეთი, ამბროლაური, ზუგდიდი, გორი, ახალციხე - თვითმმართველობის
პრობლემებს, არსებულ სიტუაციასა და გამოწვევებს.
მასალის წარდგენის ფორმატი:
სტატია უნდა გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის ფაილში.
გამოგზავნისას დასახელების ველში მიუთითეთ "საკონურსო სტატია"
სტატიების შეფასება:
ინფრომაციულობა;
სიზუსტე;
არგუმენტაცია;
რელევანტურობა;
აქტუალობა;
ახალი მედიის ინსტრუმენტების გამოყენება;
სტილი;
ჟურნალისტური სტანდარტების დაცვა.
კონკურსი გამოავლენს 7 საუკეთესო სტატიას. თითოეულზე ჰონორარის სახით
გაიცემა 160$-ის ექვივალენტი ლარში. (საშემოსავლოს ჩათვლით)
საუკეთესო ნამუშევარი განთავსდება ვებგვერდებზე: TSpress.ge, Droa.ge,
ასევე, შესაძლოა, გავრცელდეს სხვადასხვა მედიასაშუალებებში, სოციალურ
ქსელში ან ფონდის ღონისძიებებზე.
ნამუშევრის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 10 ოქტომბერი, 19:00
საათი
კონკურსი ცხადდება პროექტის “თვითმმართველობის გაძლიერება და
ხელშეწყობა”-ს ფარგლებში
სტატიის გამოყენების პირობები