ახალი ამბები
ტელეკომპანია ,,თრიალეთის" მფლობელი გორის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატია
ტელეკომპანია ,,თრიალეთის" მფლობელი ბადრი ნანეტაშვილი ,,შენების მოძრაობამ" გორის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად დაასახელა.

ამის შესახებ პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა დღეს გორში ყოფნისას ისაუბრა. მისი თქმით, დღეიდან, ტელეკომპანია ,,თრიალეთი" უფრო მეტად ობიექტური იქნება.

,,მან შეძლო დაემკვიდრებინა ავტორიტეტი პერსონალური და ავტორიტეტი ტელევიზიისთვის. მე დარწმუნებული ვარ, ტელეკომპანია ,,თრიალეთი" დღეიდან კიდევ უფრო ობიექტური იქნება. კიდევ უფრო ღია იქნება ყველასთვის, რათა მოსახლეობამ ყველას მოსაზრება გაიგოს. ბადრის ჩვენთან ყოფნა არ ნიშნავს არაფერს ჟურნალისტებისთვის და მათი დამოუკიდებლობისთვის. მე მინდა, რომ სხვაგანაც, სხვა ჟურნალისტებისთვის, ასეთივე კომფორტული გარემო იყოს." - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ბადრი ნანეტაშვილი, საკრებულოს წევრად და შემდეგ თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, ყურადღებას ტენდერებს და მიწის პრივატიზაციის საკითხებს მიაქცევს.

,,რომ აღარ მოხდეს ტენდერებზე ერთი პირის შერჩევა, ერთ კონკრეტულ პირზე მიწების გაცემები და ვიმუშავებ იმაზე, რომ ყველას უფლება იყოს დაცული" - განაცხადა ნანეტაშვილმა.

ის პროპორციული სიის პირველი ნომერია.

ნანეტაშვილი ცოტა ხნის წინ გორის მერის კანდიდატად იყო დარეგისტირებული საინიციატივო ჯგუფის მიერ, თუმცა, ,,შენების პარტიასთან" გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ის ამ პარტიის ადგილობრივი სიის პირველ ნომრად ჩაიწერა.

გარდა ამისა, ამავე პარტიამ გორის მერის კანდიდატად მოქმედი გამგებელი დავით ონიაშვილი დაასახელა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები