სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ რაიონში 3 კმ ახალი, ხოლო 2 კმ-ის გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. შიდა ქართლის რეგიონში ჯამში 9 კილომეტრი სატყეო-სამეურნეო გზის გაყვანა, ხოლო 8 კილომეტრამდე არსებული გზის აღდგენაა დაგეგმილი.
,,ტყეში გზების გაყვანა ხელს შეუწყობს ტყეკაფებიდან მოსახლეობის მიერ, სოციალური დანიშნულების მიზნით გამოყოფილი მერქნული რესურსის თავისუფლად გატანას." - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები