ახალი ამბები
გორის მერად 9 კანდიდატი იყრის კენჭს (მონაცემების დაზუსტება საოლქო კომისიიდან)
2017 წლის ოქტომბრის არჩევნებზე, გორის მერად კენჭს 9 კანდიდატი იყრის.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საოლქო საარჩევნო კომისიიდან აცნობეს.

კომისიის წარმომადგენლის ცნობით, კანდიდატების წარდგენის ვადა გუშინ, 21 სექტემბერს, ამოიწურა. პოლიტიკურმა სუბიექტებმა, როგორც მაჟორიტარული, ასევე, პროპორციული სიებიც მიიტანეს.

ინფორმაცია ცესკოს ვებ-გვერდზე უახლოეს ორი დღის განმავლობაში განთავსდება.

მანამდე გაგაცნობთ კანდიდატების ჩამონათვალს:

დავით მახნიაშვილი - საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო.

იოსებ სოსიაშვილი -საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”.

რევაზ კახნიაშვილი - საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” .

თამარ ზურაბაშვილი - შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია”.

დავით ონიაშვილი - შენების მოძრაობა” .

სოფიკო აფრიაშვილი - საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო”.

ალიკო ლურსმანაშვილი - „სოციალისტური საქართველო - კომუნისტები”.

კონსტანტინე თავზარაშვილი - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”

ნანა ხიზანიშვილი - საარჩევნო ბლოკი ,, სახალხო - ხალხის ერთსულოვნება
Print

სტატიის გამოყენების პირობები