ახალი ამბები
პირს, რომელმაც გორის მაღაზიიდან ტანსაცმელი გაიტაცა, 8 წელი მიუსაჯეს
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირს, რომელმაც გორში მაღაზიიდან ქურთუკი და ტანსაცმელი გაიტაცა, 8-წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ამის შესახებ ინფორმაციას უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

განაჩენის მიხედვით, უმაღლესმა ინსტანციამ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის კოლეგიამ, თავის მხრივ, გორის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გადასინჯა.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, შს სამინისტროს გორის სამმართველოს თანამშრომლებმა ერთი პირი მას შემდეგ დააკავეს, როდესაც მაღაზიიდან ქურთუკი, შარვლები და სულ 85 ლარის ღირებულების საქონელი გაიტაცა.

გამოძიება დაყაჩაღების მუხლით დაიწყო და საქმის განხილვა სამივე სასამართლოში წელიწადნახევარი გაგრძელდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები