ახალი ამბები
ევროპარლამენტის მწვანეთა ფრაქციის მრჩეველი ხურვალეთში დათა ვანიშვილს შეხვდა
გორის მუნიციპალიეტის სოფელ ხურვალეთს ევროპარლამენტში მწვანეთა ფრაქციის მრჩეველი იტალიელი პაოლო ბერგამასკი ესტუმრა.

გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, იგი, გამყოფი ხაზის სიახლოვეს არსებულ ვითარებას გაეცნო.

მწვანეთა ფრაქციის მრჩეველს მეგზურობას გუბერნატორის მოადგილე სიმონ გულედანი და აპარატის უფროსი ნათია ანთელავა უწევდნენ. 

ბერგამასკი დავით ვანიშვილს შეხვდა, რომელიც მავთულხლართების მიღმა ცხოვრობს. შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი სოციალური მდგომარეობით დაინტერესდა.

,,გუბერნატრის მოადგილემ, სიმონ გულედანმა პაოლო ბერგამასკის ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების თაობაზე, რომელიც საოკუპაციო გამყოფი ხაზის სოფლებში ხორციელდება." - აღნიშნავენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები