ახალი ამბები
პოლიციის თანამშრომელი კერძო მანქანით ქვეითს დაეჯახა
40-წლის ასაკის ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ,,გორმედის" ექიმების განცხადებით, ნაკლებად მძიმე დაზიანებები აღენიშნება.

მას ვერხვების დასახლებაში მსუბუქი ავტომანქანა გზაზე გადასვლისას დაეჯახა. 

კერძო ავტომანქანას, რომელიც საჯარიმოზე გადაიყვანეს, პოლიციის თანამშრომელი მართავდა.

არაოფიციალური ვერსიით, ის თბილისის მხრიდან მოძრაობდა, როდესაც შუა გამყოფ ზოლზე მოქალაქე შენიშნა.

გადავიდა საპირისპირო მხარეს, ქვეითმაც უკან დაიხია და შეჯახება მოხდა. თუმცა, ავარიის ზუსტ მიზეზებს საგამოძიებო სამსახური ადგენს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები