ახალი ამბები
კონსტანტინე თავზარაშვილი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში იმყოფებოდა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორის მერობის კანდიდატი კონსტანტინე თავზარაშვილი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში იმყოფებოდა.

მერობის კანდიდატი სოფელი ქორდის, ბროწლეთისა და არბოს მოსახლეობას შეხვდა, სადაც ყურადღება იმ მნიშვნელოვან საკითხებზე გაახვილა, რაც ადგილობრივებს ყველაზე მეტად აწუხებთ.

განსაკუთრებით აღინიშნა სასმელი წყლისა და ტრანსპორტის პრობლემა.

კონსტანტინე თავზარაშვილი სოფლის მცხოვრებლებს აღნიშნული პრობლემების მოგვარებას დაპირდა.

„როდესაც ისევ მოვალ თქვენთან, მინდა სიამაყით გითხრათ, რომ ეს პრობლემები მოგიგვარეთ. არ დავუშვებ, რომ შევრცხვე თქვენს წინაშე და ამ საუბრებმა ფუჭად ჩაიაროს“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები