ახალი ამბები
მე-12 სკოლის მოსწავლეებმა პროექტის დამთავრების აღსანიშნავად სოციალური მაცივარი პროდუქტებით შეავსეს
ქალაქ გორის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მათმა პედაგოგებმა სოციალური მაცივარი პროდუქტებით შეავსეს.

პედაგოგ მარინე ვართუმაშვილის თქმით, აქცია იმ პროექტის დასრულებისას დაგეგმეს, რომლის შესახებ კონფერენცია 23 სექტემბერს, გორის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა.

კონფერენციაში გორის სხვადასხვა სკოლების წარმომადგენლებმა საკუთარი ანგარიშები წარადგინეს. ანგარიშები კი, სწორედ, ზემოაღნიშნული პროექტის, სახელწოდებით ,,სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებისათვის" (SYNCS), მიმდინარეობისას მოამზადეს.

კონფერენციაზე მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ანგარიშები სამოქმედო კვლევების, მიღებული შედეგებისა და გამოცდილების შესახებ, მოამზადეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები