ახალი ამბები
ზაზა გულიაშვილი: ,,ჩვენთვის ყველა სოფელი პრიორიტეტულია"
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქარელის მერობის კანდიდატი, ზაზა გულიაშვილი, ქარელის მუნიციპლიტეტის სოფლების - აბისისთავისა და ბერძენაულის მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატმა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა დაბრუნდაშვილთან ერთად, ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა და ქარელის მუნიციპალიტეტის განვითარების ოთხწლიანი გეგმა გააცნო.

„ჩვენთვის ყველა სოფელი პრიორიტეტულია და ვცდილობთ, ყველამ ერთნაირად მიიღოთ ის სიკეთე, რასაც ჩვენი გუნდი გპირდებათ. აბისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ისევე როგორც ქარელის მუნიციპალიტეტის დანარჩენ სოფლებში, უამრავი პროექტი განხორციელდა: გაზიფიცირება, საბავშო ბაღის მშენებლობა , სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწყობა, გზების რეაბილიტაცია, ხიდ-ბოგირის შეკეთება, გარე განათების მოწყობა, ურნების განთავსება, სტადიონების მოწყობა, სასაფლაოს შემოღობა. ჩვენს მუნიციპალიტეტში მხოლოდ ორ სოფელში მოეწყო სოფლის სახლი და აქედან ერთ-ერთი ბერძენაულში. ამ სოფლის სახლით სარგებლობს არამხოლოდ ბერძენაულის მოსახლეობა, არამედ აბისის, ბრეძის, ავლევის, ფცისა და მოხისის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები ადამიანები”, - განაცხადა შეხვედრაზე გულიაშვილმა.

მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, სოფელ აბისისთავში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია 2019 წლისთვის იგეგმება, ხოლო გაბიონისა და სარწყავი სისტემის მოსაწყობა მიმდინარე წლიდან დაიწყება.

ბერძენაულის მოსახლეობამ სასოფლო-სამეურნეო ბაღებამდე მისასვლელი გზის მოწესრიგებისა და ცენტრალურ გზაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის საკითხი დააყენა, რაზეც გულიაშვილმა განაცხადა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში გზის მოწესრიგება უკვე გათვალისწინებულია. რაც შეეხება სანიაღვრე სისტემას, მერობის კანდიდატის თქმით, საკითხს სპეციალისტები შეისწავლიან, რის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები