ახალი ამბები
გორში ,,მწიგნობარის" ოფისი გაიხსნა
ქალაქ გორში ახალი არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული ორგანიზაცია ,,მწიგნობარის" ოფისი გაიხსნა.

მწერალთა სახლის ბაზაზე დაფუძნებული ,,ააიპ"-ი ქალაქის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის თქმით, ორგანიზაციის მიზანია ადგილობრივ მწერალთა შემოქმედების პოპულარიზაცია, ახალგაზრდა შემოქმედთა კონსულტირება, ლიტერატურული საქმიანობის ხელშეწყობა და ღონისძიებების ორგანიზება.

ზურაბ ჯირკველიშვილმა ორგანიზაციის ოფისი დაათვალიერა და ხელმძღვანელისგან მოისმინა ინფორმაცია ა(ა)იპის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

,,ვგემავთ ასევე ბევრი საინტერსეო პროექტის განხორციელებას, ლიტერატურული ჟურნალის „მწიგნობარის“ გამოცემას, სხვადასხვა ტიპის ლიტერატურული კლუბების ჩამოყალიბებას და ა.შ. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს გორში შემოქმედებითი საქმიანობის განვითარებას.“ - აღნიშნა მერთან საუბრისას ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარინა ჯალიაშვილმა.

გორის მერი ა(ა)იპის დირექტორს თანადგომას დაპირდა და ორგანიზაციას წარმატებები უსურვა. ა(ა)იპ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის „მწიგნობარი“ მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დაფუძნდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები